თავში

"საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, რაც ნიშნავს, რომ ვბრუნდებით პარლამენტში" - უდუმაშვილი

"საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, რაც ნიშნავს, რომ ვბრუნდებით პარლამენტში" - უდუმაშვილი
საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, რაც ნიშნავს, რომ ვბრუნდებით პარლამენტში - უდუმაშვილი

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საგამოძიებო კომისიას ვითხოვთ, ეს ხომ ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვბრუნდებით პარლამენტში", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

"ამ თემაზე ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები, რომლებიც პარლამენტში არიან, რომ მხარს დავუჭერთ იმ საგამოძიებო კომისიების შექმნას, რომლებიც მათ მიერ არის შექმნილი.

ჩვენ ვგეგმავთ დავბრუნდეთ საგამოძიებო კომისიის ფორმატში ძალიან აქტიურად და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა უდუმაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. სააკაშვილი მზად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ამ კომისიის სხდომას თავადაც დაესწროს და დეტალურად ისაუბროს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,პარტია საპარლამენტო ბოიკოტს იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system