თავში

საქართველოში თურქეთის საელჩოს საგანგებო განცხადება

თურქეთის საელჩოს საგანგებო განცხადება
საქართველოში თურქეთის საელჩოს საგანგებო განცხადება

საქართველოში თურქეთის საელჩო სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდების შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,,თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქ გვერდები, სადაც პროვოცირების მიზნით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ.

გთხოვთ არ მიიღოთ სარწმუნოდ, ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას", - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system