თავში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციებზე ისაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის მხრიდან გახშირებული
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის მხრიდან გახშირებული პროვოკაციებზე ისაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მწვავედ დაისვა პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის ე.წ. ბორდერიზაციის და უკანონო დაკავების შემთხვევები, რაც ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

"მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეშფოთება გამოხატა საოკუპაციო რეჟიმის მიერ 20 ნოემბერს სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ დაკავებული მირიან თაზიაშვილის გამო; განსაკუთრებული ყურადღება ასევე გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფ ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ირაკლი ბებუას საკითხზე. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ, ყველა ღონეს მიმართონ საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისთვის.

საქართველოს დელეგაციის მხრიდან აღინიშნა, რომ ახალგორში მცხოვრები ექიმის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების ბოლო შემთხვევაკიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მათ შორის, გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვის გამო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაშიამოქცეული, რაც საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სამწუხაროდ აგრძელებენ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირებას და ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას.

"თავის მხრივ, თანათავმჯდომარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ბოლოს დროს ადგილზე გართულებული მდგომარეობის გამო და ხაზი გაუსვეს შექმნილი რთული ვითარების გადაჭრის აუცილებლობას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისშესახებშეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხები. საქართველოს დელეგაციამ თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე კვლავ დააყენა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ცხინვალში ინალ ჯაბიევის მკვლელობას, რაც ნათლად ცხადჰყოფს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ურთულეს მდგომარეობას.

ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩენს ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ თემებზე – ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, პროგრესის მიღწევის საჭიროებას. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას, რაც მთავარი წინაპირობაა მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

არსებული გამოწვევების ფონზე გამოითქვა წუხილი, რომ წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდების გამართვა. ოქტომბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის ფონზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ჟენევაში მოლაპარაკებების დეკემბერში ჩატარების კრიტიკულ აუცილებლობას. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აღდგენის აუცილებლობაზე," – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system