თავში

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გიორგი გაბუნიას საქმეზე 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გიორგი გაბუნიას საქმეზე 
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გიორგი გაბუნიას საქმეზე 

მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, აუცილებელია, დადგინდეს, ვის ინტერესებში შედიოდა ეს დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია საუბარი. როგორც უწყებაში აცხადებენ, სუს-მა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიჩინა უმაღლესი პროფესიონალიზმი და ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული, რომელიც სავარაუდოდ მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის.

ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელია, დადგინდეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "მთავარმა არხმა" გააკეთა განცხადებარომლის მიხედვითაც იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია სუს-მა გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system