თავში

საგარეო უწყება: საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმარულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება

საგარეო უწყება: საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმარულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება
საგარეო უწყება: საქართველოს გავლით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმარულებით სამხედრო ტრანზიტი არ ხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით სამხედრო გადაზიდვები, საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით ხორციელდება. უწყება აღნიშნულს „ინფორმაციით მანიპულირებად“ აფასებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. ამასთან, დარსალია ამბობს, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება.

„მოგეხსენებათ, ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი, სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები, რომელიც სრულდება საქართველოს საჰერო სივრცეში, მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათისაა და სრულად შეესაბამება „იკაოს“ სტანდარტებს. საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. 

აღნიშნული ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „იკაოს“ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში. მიუხედაქვად ამისა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, „იკაოს“ წინაშე“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system