თავში

საიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა

საიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა
საიამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა

უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება წარუდგინა.

ორგანიზაციის ხელმზღვანელის სულხან სალაძის განცხადებით, დღეს არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია.

"საკანონმდებლო წინადადებაში მოყვანილი გვაქვს სამი მნიშვნელოვანი საკითხი. კერძოდ, პირველი - საზოგადოებისთვის მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა გახდეს ცნობილი, ვინ იქნება კანდიდატი; მეორე - პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს სიითი შემადგენლობის არა ნაკლებ 2/3-ის მიერ; მესამე - ვფიქრობთ, რომ კანდიდატის დასახელება არ უნდა იყოს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია.

პლენუმის ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს კანდიდატის დასახელების უფლება. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხების ასე გადაწყვეტა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროცესის ღიაობასა და გამჭვირვალობას. ასევე, დააზღვევს ისეთ საკითხებს, როდესაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ კონკრეტული პირის დანიშვნა ხდება რომელიმე ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით. ეს საჭიროება დღის წესრიგში დადგა სწორედ იმიტომ, რომ დღეს არსებული კანონმდებლობის პირობებში ვნახეთ, რამდენიმე კვირის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა განხორციელდა ფარულად ისე, რომ პლენუმის წევრების ნაწილმა არც კი იცოდა, ვინ იქნებოდა კანდიდატი. პლენუმის წევრს ხშირად ბრმა სივრცეში უწევს გადაწყვეტილებების მიღება“, – აცხადებს სულხან სალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system