თავში

"საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია" - წულუკიანი

"საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია" - წულუკიანი
საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია - წულუკიანი

“თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო,” - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურის გაუმქების თემას. 

თეა წულუკიანის თქმით, მისთვის საინტერესოა როგორი იქნება არასამთავრობო სექტორის პოზიცია ამასთან დაკავშირებით. 

"თვითონ რეფორმის შესატყვისის საკანონმდებლო ინიციატივა მე არ მინახავს, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ჯერ კიდევ თავის დროზე, არასამთავრობო სექტორი გვსაყვედურობდა და ამბობდა, რომ ეს ორი უფლებამოსილება არ უნდა იყოს ერთადო. საინტერესოა ახლა როგორი იქნება მათი პოზიცია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა გაუქმდეს. შესაბამისი პროექტი ბიუროს ხვალ წარედგინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system