თავში

საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა - ელისაშვილი

საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა - ელისაშვილი
საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა - ელისაშვილი

ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ და „გირჩი” ერთმანეთს ალბათ 50-ჯერ შეხვდნენ. არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პარტია "მოქალაქეების" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩის“ ასეთი ტაქტიკა ცოტა უცნაურია.

"მათ შეეძლოთ, საჯარო შეხვედრა გაემართათ, შვიდი პუნქტი წარედგინათ, ულტიმატუმად ეთქვათ. არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და ხელიც გვაქვს მოწერილი. მაგალითად, ის, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდეს და ადამიანს უფლება ჰქონდეს, მოსამართლე აირჩიოს. ასევე პოლიციის შერიფები აირჩიონ. ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება და ძალიან დემოკრატიული. შვიდი პუნქტის თქმა და ერთი მაინც დაგვიკმაყოფილეთ, ცოტა უცნაურად ჟღერს. ჩვენ რა პუნქტებიც გვქონდა, დაგვიკმაყოფილეს. სიტყვა არც ჩვენ გაგვიტეხია და არც „ქართულ ოცნებას”. საჯარო რაღაცები მიყვარს და საჯარო რაღაცების მჯერა. არ ვიცი, დახურულ კარს მიღმა რომ ხვდებოდნენ, არც ერთი არ მალავდა. რაზე ლაპარაკობდნენ, წარმოდგენა არ მაქვს. საჯაროდ ვხედავ იმას, რომ „გირჩს” უნდა პარლამენტში შემოსვლა, მაგრამ წვალობს და რაღაც გზებს ეძებს. უფრო თამამი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ფაქტია, შემოსვლა უნდათ და რაღაც ხელჩასაჭიდი ვერ თქვეს. საარჩევნო ბარიერის საკითხი ინიცირებულია. ანუ, შვიდიდან რაც დააყენეს, ერთია. მოვიდნენ, ხმები გაძლიერდება. უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩმა" შვიდი საკითხი დაასახელა და განაცხადა, რომ მათგან თუნდაც ერთ-ერთის სრულყოფილად გადაწყვეტის შემთხვევაში, პარტია საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system