თავში

"საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს" - დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს

"საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს" - დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს
საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს - დავით უსუფაშვილი განცხადებას ავრცელებს

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საჯარო სივრცეს დროებით ტოვებს. 

აღნიშნულის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. 

"მეგობრებო,

გარკვეული ხნით რეალური და ვირტუალური საჯარო სივრციდან დისტანცირება მიწევს. საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცხოვრების არაადამიანური რეჟიმით დაზიანებული ჯანმრთელობის რეაბილიტაცია გადაუდებელი გახდა.

ბევრმა იცით, რომ ბოლო თვეებში სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. ვერც მძიმე პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილებაში ვიაქტიურე სათანადოდ და ამით ბევრს იმედი გაგიცრუეთ.

ეს, და კიდევ 30 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს ფეხზე ვერ დაყენებაში ჩემი წილი პასუხისმგებლობის განცდაა ის მთავარი სტიმულატორი, რომელიც მწყობრში მალე დაბრუნებას და საქმეში ბოლომდე დახარჯვას შემაძლებინებს.

"ჩვენი მოწყენილი კარგი ქვეყნის" მალე გახარებას გისურვებთ!" - წერს უსუფაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system