თავში

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს 28 წელი შეუსრულდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს 28 წელი შეუსრულდა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს 28 წელი შეუსრულდა

დღეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი შესრულდა.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფუძველი 1992 წლის 18 ნოემბერს ჩაეყარა.

1995 წლის თებერვალში ბაქოში გაიხსნა საქართველოს საელჩო, ხოლო 1996 წლის მარტში თბილისში ფუნქციონირება დაიწყო აზერბაიჯანის საელჩომ.

2020 წლის 17 აგვისტოს ფაიკ გულიევი დაინიშნა აზერბაიჯანის ელჩად საქართველოში. 2 ოქტომბერს მან რწმუნებათა სიგელები გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძეა; ის ამ თანამდებობაზე  2018 წლის აგვისტოდანაა დანიშნული.

აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო ბათუმში 2010 წლიდან ფუნქციონირებს. აზერბაიჯანის გენერალური კონსული ფარვიზ ისმაილზადეა.

საქართველოს გენერალური საკონსულო აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში 2013 წელს გაიხსნა. საქართველოს გენერალური კონსული ნიკოლოზ იაშვილია.

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ამ ხნის განმავლობაში 100-ზე მეტი დოკუმენტია გაფორმებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system