თავში

საქართველო და აზერბაიჯანი დიალოგის გზით მოაგვარებენ დავით-გარეჯის საკითხს - ჰაჯიევი

საქართველო და აზერბაიჯანი დიალოგის გზით მოაგვარებენ დავით-გარეჯის საკითხს - ჰაჯიევი
საქართველო და აზერბაიჯანი დიალოგის გზით მოაგვარებენ დავით-გარეჯის საკითხს - ჰაჯიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა საგარეო საკითხებში, ჰიკმეტ ჰაჯიევმა, "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ არ არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის პრობლემატური საკითხები და საზღვრის დემარკაციის მხრივ აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც ცივილიზებულად უნდა მოგვარდეს.

"მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რაიმე სახის პრობლემატური საკითხი არსებობს. ჩვენ საქართველო მოძმე ქვეყნად მიგვაჩნია და ვიცით, რომ საქართველოშიც ანალოგიურად ფიქრობენ. საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რაც სასარგებლოა როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხისთვის. ჩვენ ასევე აქტიური პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ისტორიული ძეგლის საკითხიც ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველები და აზერბაიჯანელები გამოიჩენენ სიბრძნეს და დიალოგის გზით გადაწყვეტენ ყველა საკითხს," - ამბობს ჰაჯიევი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system