თავში

საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები - აშშ-ის სახელმწიფო
საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რიგაში დაგეგმილი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

"აშშ-ი განაგრძობს 2008 წელს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერას, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ამ ქვეყნების წლიური ეროვნული პროგრამა ასახავს მათი NATO-სკენ მიმავალი გზის დეტალებს. საქართველოც და უკრაინაც უკვე არიან ძლიერი შესაძლებლობების პარტნიორები, რაც აძლიერებს მათი ოპერაციული თავსებადობისა და ტრენინგების შესაძლებლობებს NATO-ს მოკავშირეებთან", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ NATO-ს ლიდერები ალიანსის ღია კარის პოლიტიკის ერთგულებას ინარჩუნებენ.

"NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უზრუნველყოფს გზას წევრობისკენ ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, აკმაყოფილებს საჭირო ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს. ჩვენ ამ პოლიტიკის ერთგულებას დავადასტურებთ NATO-ს სამიტზე ივნისში", – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რიგაში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი 30 ნოემბერს გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system