თავში

საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში მეორე შეხვედრას არ დაესწრება - ელჩი

საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში მეორე შეხვედრას არ დაესწრება - ელჩი
საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში მეორე შეხვედრას არ დაესწრება - ელჩი
© Daily Sabah Photo

საქართველო ე.წ. 3+3-ის ფორმატში მეორე შეხვედრას, რომელიც თურქეთში იგეგმება, არ დაეწსრება. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ გამოცემა Daily Sabah-ს განუცხადა.

"ანკარა არაერთხელ გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას თანამშრომლობის ახალი პლატფორმა ე.წ. 3+3, რომელიც გაართიანებდა თურქეთს, რუსეთს, ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა შარშან მოსკოვში გაიმართა, თუმცა საქართველო მასაც არ დასწრებია", - წერს გამოცემა.

თურქეთში საქართველო ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განმარტა, რომ საქართველოს თურქეთსა და აზერბაიჯანს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევს. ხოლო სომხეთს ისტორიულ და კარგ მეზობლად.

"თუმცა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს“, – განაცხადა ჯანჯღავამ.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება. 2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონალურ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system