თავში

საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია NATO-სთვის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია NATO-სთვის - იენს სტოლტენბერგი
საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია NATO-სთვის - იენს სტოლტენბერგი

საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია NATO-სთვის, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და NATO-ს მჭიდრო პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა აქვთ.

„ბატონო ირაკლი, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ კვლავ ბრძანდებით ბრიუსელში, კარგად იცნობთ და ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ კვლავ გიხილოთ ჩვენთან. საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატოსთვის. ჩვენ მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს - პოლიტიკური და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩვენი ძალები ერთად, გვერდიგვერდ მსახურობენ ავღანეთში და ასწავლიან ადგილობრივ სამხედროებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანა, ავღანეთი ჩვენი ძალისხმევით არასოდეს აღარ გახდება საერთაშორისო ტერორიზმის ოაზისი. მადლობლები ვართ საქართველოს მრავალწლიანი ძალისხმევისათვის ამ მიმართულებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი გააგრძელებს საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით.

„დღევანდელ შეხვედრაზე და მომდევნო შეხვედრაზე NATO-საქართველოს კომისიის, ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით, როგორც გასულ წელს იყო განახლებული. ეს არის ალიანსის მიერ საქართველოში რეფორმების პროცესის მხარდაჭერის საფუძველი. იგი საქართველოს ეხმარება ალიანსის ძალებთან ეფექტურ თანამშრომლობაში დ ნატოში გაწევრიანების მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთობლივი წვრთნების და სწავლების გაძლიერებას და ჩვენი ერთობლივი სიტუაციური დაკვირვების გაძლიერებას, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით. გუშინ NATO-ს მეორე საზღვაო ჯგუფი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ვიზიტის მიზანია, ჩვენი საზღვაო ძალების თანამშრომლობის უნარის ამაღლება, საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების გზით. მე მგონი, ჩვენი ძალების თანამშრომლობა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ პრაქტიკული კუთხით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system