თავში

"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია" - ხავიერ კოლომინა

"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია" - ხავიერ კოლომინა
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია - ხავიერ კოლომინა

"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია და ამას ბევრი მიზეზი აქვს", - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ "საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებში საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ძალიან ნაყოფიერად და ინტენსიურად მიმდინარეობს.

"როგორც იცით, NATO-ს სამხედრო კომიტეტი სტუმრობდა საქართველოს და მეც ოქტომბერში ვიმყოფებოდი საქართველოში. შესანიშნავი შეხვედრები მქონდა საქართველოს მთავრობის წევრებთან. მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და პარლამენტში. პრაქტიკული თანამშრომლობა არის ფართო და აქტიური. არ არსებობს პარტნიორობისთვის გამიზნული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს არ აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელსაც საქართველო ძალიან კარგად იყენებს. ეს ეხება როგორც განათლებას, ისე ტრენინგებს და ა.შ. საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს", – განაცხადა კოლომინამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system