თავში

"საქართველო პირნათელია რუსეთის 2008 წლის აგრესიასთან" - კანდელაკი

"საქართველო პირნათელია რუსეთის 2008 წლის აგრესიასთან" - კანდელაკი
საქართველო პირნათელია რუსეთის 2008 წლის აგრესიასთან - კანდელაკი

"მთავრობა სოროშია ჩამძვრალი და იქცევა, როგორც რუსეთის სატელიტი", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სრულიად პირნათელია რუსეთის 2008 წლის აგრესიასთან.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო პირნათელია 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამბავში, რომ არანაირი ომი საქართველოს არ დაუწყია. ნორმალური მთავრობის პირობებში კიდევ ერთი იარაღი გახდებოდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი საკითხის წამოსაწევად, დეოკუპაციის საკითხის წამოსაწევად, დევნილთა საკითხის და მათი ქონების დაბრუნების წამოსაწევად, თუმცა ამის მაგივრად მთავრობა სოროშია ჩამძვრალი, იქცევა როგორც რუსეთის სატელიტი. დე ფაქტო საქართველო კი უკვე რუსეთის სატელიტია, ამერიკული და ევროპული კომპანიები აფხაზეთში ჩვენი დევნილებისთვის წართმეული უძრავი ქონების გაქირავებით აკეთებენ ფულს." - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system