თავში

საქართველო-რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს

ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს
საქართველო-რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მაღალი შეფასება მისცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა რუმინეთის საგარო საქმეთა მინისტრთან რომანა მანესკუსთან. მინისტრმა მიულოცა კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და დაადასტურა მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობის.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-რუმინეთის ურთიერთობებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხარეს საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ისე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რუმინეთის წარმატებულ თანამშრომლობაზე სატრანსპორტო და სატრანზიტო სფეროში. კერძოდ დადებითი შეფასება მიეცა საქართველო-რუმინეთი-აზერბაიჯანი-თურქეთის ოთხმმხრივ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციას და მისი იმპლემენტაციის პროცესს. ასევე ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებას. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო და რუმინეთი მეგობრობის 300 წლის ისტორიას აღნიშნავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system