თავში

საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა - მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა - მარიამ ქვრივიშვილი

საქართველო სწორი ევროპული ღირებულებების ქვეყანაა, რომელიც ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

"მინდა, ყველას ერთხელ კიდევ ხაზგასმით ვუთხრა - არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ჩვენი გუნდი დაუშვებს ამ ღირებულებების ხელყოფის თუნდაც მცდელობებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის ჩამოხსნილი დროშის პირადად აღმართვა უდიდესი გზავნილი იყო.

"მოხარული ვარ, რომ ეს გზავნილი ძალიან მკაფიოდ იქნა დანახული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან და ჩვენ გუშინვე ვიხილეთ მათი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება როგორც ქვეყნისადმი, რომელსაც აქვს სწორი ევროპული ღირებულებები - ჩვენ არცერთი წუთით არ გადაგვიხვევია ამ ღირებულებებისთვის და არც ვაპირებთ, რომ გადავუხვიოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯეს და დაწვეს.

7 ივლისს, რადიკალების მიერ ჩამოგლეჯილი დროშის ნაცვლად, კახა კუჭავამ ევროკავშირის ახალი დროშა თავად აღმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system