თავში

საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს

საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს
საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს

საქართველო ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში საქართველო არასოდეს ყოფილა. 

ამ პოზიციაზე საქართველო 4 წლის ვადით იქნება დანიშნული. ორგანიზაციაში 200-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული, ხოლო აღმასრულებელ საბჭოს 35 ქვეყანა შეადგენს.

„4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით აღმასრულებელი საბჭოს წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, შევძლებთ, გარკვეული პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გლობალური ტურიზმის განვითარებაზე, მის აღდგენაზე კოვიდ-პანდემიის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვისაც იქნება პოზიტიური, რადგან ისეთ ცვლილებებს გავატარებთ, რომლებიც მთლიანად, მსოფლიო ტურიზმსაც არგებს და, ცხადია, საქართველოსთვისაც იქნება მნიშვნელოვანი“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system