თავში

საქართველოსა და ლიეტუვას დიპლომატიური ურთიერთობები 26 წელს ითვლის

საქართველოსა და ლიეტუვას დიპლომატიური ურთიერთობები 26 წელს ითვლის
საქართველოსა და ლიეტუვას დიპლომატიური ურთიერთობები 26 წელს ითვლის

დღეს საქართველოს და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 26 წლისთავი აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვას საელჩო, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ამ წლების მანძილზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებული დინამიურობით გამოირჩეოდა, გაღრმავდა ურთიერთობები პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, განხორციელდა არაერთი პროექტი განათლების და კულტურის დარგებში. ლიეტუვა აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე. საქართველოს საელჩო დიდ მადლობას უხდის ლიეტუველ ხალხს პარტნიორობისთვის, მხარდაჭერისათვის და თავდაუზოგავი მეგობრობისთვის!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system