თავში

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გატარება შეაჩერა

საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გატარება
საქართველომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ტვირთების გატარება შეაჩერა

"საქართველოს მთავრობამ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ ესკალაციის დაწყებისთანავე გადადგა მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ამ მიმართულებით, გახლდათ ის, რომ დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებული იყვნენ. ჩვენ მუდმივად ვართ მათთან კონტაქტზე და ყველა ქმედების შესახებ, რაც არის მიღებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ისინი იყვნენ ინფორმირებული. რაც შეეხება ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებს, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენ ვიქნებით მომავალშიც ერთგული ამ საერთაშორისო ვალდებულებების“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system