თავში

საქართველომ ესპანეთიდან ცხედრების გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო

საქართველომ ესპანეთიდან ცხედრების გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო
საქართველომ ესპანეთიდან ცხედრების გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო. როგორც უწყებაში განმარტავენ, დღევანდელი პროტოკოლით შექმნილი გარემოებიდან ორი გამოსავალი არსებობს. ერთ-ერთი არის კრემაცია და მეორე ამ ადამიანების ესპანეთის ტერიტორიაზე გამოყოფილ შესაბამის ადგილზე დაკრძალვა.

მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განმარტებით, თუ საქმე ეხება ევროპულ ქვეყანას, მსოფლო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან ერთად პროცესში ერთვება თავად იმ ქვეყნის რეგულაციები, სადაც გარდაცვლილების ცხედრებია. მისი თქმით, ქართულ მხარეს ესპანეთთან რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები ჰქონდა, თუმცა აღნიშნული მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 

„კატეგორიული უარი მივიღეთ იმიტომ, რომ თუ გამონაკლისს დაუშვებენ ერთი ქვეყნის მიმართ, სხვა ქვეყნების მიმართაც უნდა დაუშვან. დღევანდელი პროტოკოლით არსებობს ორი ტიპის გამოსავალი ამ შემთხვევიდან. ერთ-ერთი არის კრემაცია, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმეა და ქართველებისთვის ამის გაკეთება არის მძიმე. არსებობს მეორე შესაძლებლობაც, იქ ადგილზე, გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია, სადაც, შეიძლება დაიკრძალონ ეს ადამიანები. ესპანეთის მთავრობა ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურ მიდგომებს და აძლევს შესაძლებლობას, ადამიანი დაიმარხოს იმ წესით, როგორიც უნდა ჭირისუფალს. ამ ადამიანის ესპანეთის ტერიტორიიდან გამოყვანას კატეგორიულად არ გვთანხმდებიან და არ გვაძლევენ ამის უფლებას,“ - აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. 

ცნობისთვის, ეს ესპანეთში ახალი კორონავირუსით საქართველოს მოქალაქის სამი მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვალების პირველი ფაქტი კი 19 მარტს დაფიქსირდა. ახალ ვირუსს ესპანეთში მცხოვრები 74 წლის ქალი ემსხვერპლა. 

საქართველოს ერთი მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, 21 მარტს გარდიცვალა.  

რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system