თავში

საქართველომ შესაძლოა სამხედრო დრონები აწარმოოს

საქართველომ შესაძლოა სამხედრო დრონები აწარმოოს
საქართველომ შესაძლოა სამხედრო დრონები აწარმოოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას აქვს საჭირო ბაზა სამხედრო დრონების წარმოების დასაწყებად.

მისივე თქმით, სამინისტროს სურს, ადგილზე მოსინჯოს ძალები სამხედრო დრონების საწარმოებლად. მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

"მსოფლიოში სულ 20-მდე ქვეყანა აწარმოებს თვითმფრინავებს. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ერთ დროს იყო თვითმფრინავების მწარმოებელი ქვეყანა. დანაშაულია ქარხანა „თბილავიამშენის“, რომელიც „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშაა, და ქვეყნის ასეთი პოტენციალის არგამოყენება. სწორედ ამ ბაზაზე და იმ ადამიანებზე დაყრდნობით, რომლებიც იქ მუშაობენ, შეიძლება დრონების წარმოება," - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება შეიარაღების შესყიდვა - როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე სადაზვერვო-საბრძოლო დრონების შესყიდვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system