თავში

საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას - სენატორი რობ პორტმანი

საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას - სენატორი რობ პორტმანი
საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას - სენატორი რობ პორტმანი

საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP-ის მიღებას, - ამის შესახებ სენატორმა რობ პორტმანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

სენატორის თქმით, საქართველომ NATO-ში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა გაატაროს.

"საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, ნაბიჯები გადადგას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. NATO-ს აქვს პროცესი, რომელსაც ჰქვია MAP-ის პროცესი, მიგვაჩნია, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს MAP- ის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია, ქვეყანამ გაატაროს რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სამხედრო და თავდაცვის სფეროში, ასევე, კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც," - განაცხადა სენატორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system