თავში

საქართველოს დათმობას არ ვაპირებ - სააკაშვილი

საქართველოს დათმობას არ ვაპირებ - სააკაშვილი
საქართველოს დათმობას არ ვაპირებ - სააკაშვილი

მე არასდროს არ დამიდია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ის ყოველთვის ასრულებს დადებულ პირობებს და ყოველთვის მზად არის საქართველოს დასახმარებლად. 

"გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს 60-დან 70 პროცენტამდე მოქალაქეებს სურთ, რომ დავბრუნდე. ასევე, ნიკა მელიასაც აქვს ძალიან დიდი მხარდაწერა. მე არ ვაპირებ საქართველოს დათმობას, მე ვიმოქმედებ. ამასთან, მე არასდროს არ დამიდია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას, მზად ვიყავი დახმარებისთვის. ამავდროულად, არ მინდოდა, ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system