თავში

 საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს 70 წლის იუბილეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება 

 საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს 70 წლის იუბილეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება 
 საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს 70 წლის იუბილეს პროტესტის ნიშნად არ დაესწრება 

საქართველოს დელეგაციამ, ევროსაბჭოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის განაცხადა. მიღებაზე არ მივლენ, არც უკრაინის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას დელეგაციების წარმომადგენლები.

როგორც უკრაინის რადას მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი ელიზავეტა იასკო ფეისბუქზე“ წერს, ევროსაბჭომ, იმის გამო, რომ არ აგრძელებს არაღაირების პოლიტიკას ხალხის თვალში ავტორიტეტი დაკარგა.

„ამოცანა გახლავთ გაგრძელდეს ყირიმის ანექსიის არაღიარების პოლიტიკა, ყირიმის, აღმოსავლეთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მიერ ანექსიის დაგმობა. ჩვენი პირველი ნაბიჯია - ორგანიზაციის 70 წლის იუბილის აღნიშვნაში მონაწილეობაზე უარის თქმა, რომელმაც დაკარგა ავტორიტეტი წევრი სახელმწიფოების მილიონობით მოქალაქეთა თვალში“ - წერს იასკო.

მანვე გამოაქვეყნა ესტონეთის, საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვისა და უკრაინის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციების განცხადების ტექსტი ორგანიზაციის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ.

„წელს, როდესაც ევროპის საბჭოს 70 წლის იუბილე აღინიშნება, ვხედავთ, რომ ამ ინსტიტუტის ფასეულობები და სტანდარტები სერიოზულად არის კომპრომეტირებული და საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტი - მნიშვნელოვნად შესუსტებული. სამწუხაროდ, 2019 წლის ივნისს სხვა ეპოქა დაიწყო. ასამბლეამ ზაფხულის სესიის დროს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ხმის და სხვა პროცედურების უფლება აღუდგა რუსეთის დელეგაციას. ამ გადაწყვეტილების მიღებისას ასამბლეის უმრავლესობამ თვალი დახუჭა ადამიანის უფლებების მუდმივ დარღვევებზე, გატაცებებზე, უკანონო ოკუპაციაზე და ტერიტორიების ანექსიაზე, ადამიანების უკანონო დაკავებაზე და ომზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ აწარმოებს თავისი მეზობლების წინააღმდეგ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system