თავში

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას კომპრომისი სჭირდება - PACE

საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას კომპრომისი სჭირდება - PACE
საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას კომპრომისი სჭირდება - PACE

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

„მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაზე პოლიციის რეიდმა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა დაძაბული ურთიერთობა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ქმედებისგან, რომელიც დაძაბულობის შემდეგ ესკალაციას შეუწყობს ხელს; დაუბრუნდნენ მოლაპარაკები მაგიდას, რათა მოიძებნოს პოლიტიკური და ორივე მხარისთვის მისაღები გამოსავალი, გადაიჭრას მიმდინარე კრიზისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system