თავში

საქართველოს დღეს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ეწვევა

საქართველოს დღეს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ეწვევა
საქართველოს დღეს NATO-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ეწვევა

საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 19 - 20 ოქტომბერს ეწვევა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system