თავში

საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

​საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის საგარეო საქმეთა
საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართა შეხვედრა. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შეხვედრისას, მხარეების მიერ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები. საუბრისას, ასევე, ხაზი გაესვა ახლო მომავალში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.

ამასთან, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დადებითი დინამიკა, რასაც ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. ხსენებულ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის 100 წლისთავის მნიშვნელობა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system