თავში

საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა

საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა
საქართველოს ელჩი უკრაინაში დაბრუნდა

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე მიმდინარე წლის 21 აპრილს დაბრუნდა ქალაქ კიევში და შეუდგა მოვალეობების შესრულებას. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან და მინისტრის მოადგილესთან ვასილ ბოდნართან.

"შეხვედრებზე უკრაინული მხარე მიესალმა თბილისის გადაწყვეტილებას ელჩის დაბრუნების თაობაზე და პოზიტიურად შეაფასა აღნიშნული ნაბიჯი განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ესკალაციის ფონზე.

შეხვედრებზე აღინიშნა საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების აქტიური დინამიკა.

საქართველოს ელჩმა ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელ ხალხს.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და მას შეცდომა უწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს მიმართ ძალიან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო არ განიხილავდა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც კი, შეკითხვებს იწვევდა. 

უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა. კარანტინის ვადის გასვლის შემდეგ ის, საგარეო უწყებაში კონსულტაციებზე 25 მაისს მივიდა.  შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ დაიძაბებოდა.  შარაშენიძემ საქართველოში ერთი წელი გაატარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system