თავში

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
საქართველოს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

ეუთოს გენერალური მიდვანი ჰელგა შმიდი 13-16 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეუთოს გენერალური მდივანი ქვეყნის პირველ პირებს შეხვდება. იგეგმება პირისპირ შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან.

უწყების ცნობით, ჰელგა შმიდი ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიანთკარსა და ერგნეთს. იგი მონაწილეობას მიიღებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system