თავში

საქართველოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

საქართველოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს
საქართველოს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს

აქართველოში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი იმყოფება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას პირველი დიპლომატი საგარეო უწყებაში ქართველ კოლეგასთან, დავთ ზალკალიანთან გამართავს შეხვედრას.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარდება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-6 სხდომა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საგარეო უწყების ცნობით, ზემოაღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საქართველოსა და ლიეტუვას შორის რეგულარული კონსულტაციების პლატფორმას, რომელიც გულისხმობს ლიეტუვის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლინას ლინკევიჩუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

ასევე, ლიეტუვის პირველი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს „ბალტიის გზის“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. 30 წლის წინ, 1989 წლის 23 აგვისტოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიმართა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ, რომელიც ისტორიაში „ბალტიის გზის“ სახელწოდებით შევიდა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსის სკვერის გახსნის ცერემონიაში.

ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს 11 სექტემბერს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system