თავში

საქართველოს მეგობრობა ნიშნავს, რომ ყველა მხარესთან იყო ნეიტრალური - ანრი ოხანაშვილი

საქართველოს მეგობრობა ნიშნავს, რომ ყველა მხარესთან იყო
საქართველოს მეგობრობა ნიშნავს, რომ ყველა მხარესთან იყო ნეიტრალური - ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო.

მისივე თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტით, შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ და სწორედ ამიტომ დაიბარეს ის ლიეტუვის საკანონმდებლო ორგანოში.

"შესაბამისი ხელისუფლების პირები დაინტერესდნენ იმით თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა და ის ინტერვენცია, რომელიც მან განახორციელა იყო თუ არა, მეგობრული. საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური და ობიექტური. მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რაც არ უნდა სიმპათია გქონდეს, ამას აფიქსირებდე საჯაროდ," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, პავილიონისმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, უნდა შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შედგეს დიალოგი, რისთვისაც უნდა შეჩერდეს სასამართლო საქმეები. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, ის დაიღუპება.

ჟიგიმანტას პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system