
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლება ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის.
"მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფვის. გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრები დაეჭვდნენ მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში",-წერს იან კელი "ტვიტერში".
ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.
სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".