თავში

საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმებს - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმებს - ვიოლა ფონ კრამონი
საქართველოს მთავრობა დაემშვიდობა რეფორმებს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ნიშნავს რეფორმებზე უარის თქმას. 

მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს.

"ევროკავშირს რომ გამოეცხადებინა, რომ არ იქნებოდა მეორე ტრანში, რადგან მთავრობამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რადგანაც მათ სრულიად შეგნებულად არ მოახდინეს სასამართლოს რეფორმირება, მაშინ მათ რეპუტაცია დაუზინდებოდათ. შესაბამისად დაასწო მთავრობამ და საკმაოდ გულუხვად განაცხადა, რომ არ გვჭირდება. ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები. ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა. საუბარი არაა ევროკავშირზე, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე

ბოლო კვირებში და თვეებში საქართველოს მთავრობა სრულებით დაემშვიდობა რეფორმის დღის წესრიგს. უფრო და უფრო გამოიკვეთება ეს. საქართველოს მთავრობამ უბრალოდ არ დაიცვა სექტემბერში მიღწეული ხელშეკრულება - ეს იყო სასამართლო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასახელებული არიან ყველა ხელშეკრულების დარღვევით, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობამ. ეს არის ის წერტილი როცა უნდა ვთქვათ, რომ ძალიან გულდაწყვეტილი ვართ, ძალიან შოკირებული ვართ, რატომ იმოქმედა საქართველოს მთავრობამ ცალმხრივად?

დღევანდელი გადაწყვეტილებით მთავრობამ განაცხადა, რომ სრულიად სულერთია მისთვის, შეუერთდება თუ არა ევროკავშირს. ის, რომ აპრილში ხელი მოაწერეს მიშელის დოკუმენტს ორჯერ და ორჯერვე გადააგდეს ეს დოკუმენტი, ვერ ვხედავ ვერანაირ ინტერესს საქართველოს მთავრობისგან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვერ ვხედავ ინტერესს, შეიტანონ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე," - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, 31 აგვისტოს ,საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

31 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ გვექნება.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოს აძლევს საშუალებას შეამციროს ვალის აღება.

30 აგვისტოს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის დახმარებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system