თავში

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

​საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა იქნება.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, დენიელ ტვინინგთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან მაიკლ სვეტლიკთან, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება აშშ კონგრესში.

დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე შედიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system