თავში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული. 

"მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის 

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება. 

მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ. 

სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს" - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ფასილიტატორმა ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მათ ყველა მხარეს კენჭისყრაში მონაწილეობისკენ და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდეს. 

ელჩების განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ თქვა, რომ ელჩების განცხადება მნიშვნელოვანია და გუნდში აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ნიკა რურუას გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისა და კენჭისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების პროექტს ხმა 11-მა წევრმა მისცა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system