
საქართველოს მე -10 მოწვევის პარლამენტში, აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც 36 დეპუტატია წარმოდგენილი, - ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს საქართველოს პარლამენტში დაუდასტურეს.
მეგობრობის ჯგუფების შესახებ დოკუმენტს მხარი 77 დეპუტატმა დაუჭირა.
აზერბაიჯანთან მეგობრობის ჯგუფს, ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა უხელმძღვანელებს.
მეგობრობის ჯგუფში შედიან საგარეო ურთიერთობებისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებიც, ნიკოლოზ სამხარაძე და სოზარ სუბარი.
ჯგუფში ასევე შედის საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი.