თავში

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ანკარაში პირველი შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება. 

დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

დელეგაცია, ასევე, შეხვდა თურქეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს.

სამმხრივ შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, საპარლამენტო კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და ახალი ინიციატივები, რომლებიც სამმხრივ თანამშრომლობას გააძლიერებს.

მეგობრობის ჯგუფთან შეხვედრისას, ასევე, განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები და თურქეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის პრაქტიკული საკითხები.

შეხვედრებზე თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი სხდომა და შეხვედრა თურქეთის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system