თავში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა - PHOTO

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა - PHOTO
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოკარის პრეზიდენტს შეხვდა - PHOTO

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის” პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.

საუბრისას ხაზი გაესვა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ინვესტიციებს, რასაც ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თერჯოლასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნას, სადაც უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system