თავში

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. სალომე ზურაბიშვილი სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაეროს ფორმატში გაიმართება მაღალი დონის თემატური შეხვედრები, მათ შორის, მდგრადი განვითარების მიზნების, უნივერსალური ჯანდაცვისა და კლიმატის საკითხებზე.

ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით იგეგმება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან. საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system