თავში

საქართველოს პრეზიდენტმა პრესსპიკერი გაათავისუფლა

საქართველოს პრეზიდენტმა პრესსპიკერი გაათავისუფლა
საქართველოს პრეზიდენტმა პრესსპიკერი გაათავისუფლა

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის პოზოციას აღარ იკავებს, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას განაგრძობს.

ადმინისტრაციაში გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი კომუნიკაციების დეპარტამენტში იმუშავებს. 

„ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერი აღარ არის, მაგრამ ადმინისტრაციაში მუშაობს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მოხდა ეს ამბავი და მოისწრაფიშვილი კომუნიკაციების დეპარტამენტში გააგრძელებს მუშაობას. როგორც კი რაიმე ახალი იქნება ცნობილი, თქვენ გაიგებთ ამის შესახებ“, – განაცხადა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელიამ. 

ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ინფორმაციას წინ უძღოდა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, ნოდარ მელაძის ფეისბუკ პოსტი, რომელიც, რომელიც აკეთებდა მინიშნებას, რომ მოისწრაფიშვილი სწორედ მასთან მეგობრობისა და მის მიმართ საჯარო სივრცეში გამოთქმული მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.   

"სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრეს სპიკერს, სამსახურიდან წასვლა აიძულო, იმის გამო რომ კრიტიკული ტელევიზიის, საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა" - წერდა მელაძე. 

აღსანიშანავია, რომ პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ხატია მოისწრაფიშვილი ამ დრომდე პრესსპიკერად არის მითითებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system