თავში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ესპანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტი ესპანელ კოლეგასთან - საგარეო, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრთან, არანჩა გონზალეს ლაიასთან შეხვედრით დაიწყო. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შოროს ბოლო პერიოდში არსებული თანამშრომლობის მაღალ დინამიკას, რაც მათ შორის გამოიხატა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ახლანდელი ვიზიტით მადრიდში.

მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი პარტნიორებისა და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო კოორდინაცია ამ მიმართულებით. ხაზი გაესვა COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა ესპანეთის „სოლიდარობის გეგმის“ შესახებ, რომელიც მხარს დაუჭერს ვაქცინის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის თანაბარ გადანაწილებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა ევროკავშირის მიდგომას ვაქცინის პარტნიორი სახელმწიფოებისთვის გადანაწილების თაობაზე.

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა ესპანეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადების თაობაზე, ასევე საქართველოს მიზნები ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის, დაკავშირებულობის ინიციატივის და ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და საქართველოს ხედვებს სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის ფონზე ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით. დავით ზალკალიანმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system