თავში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კანადელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კანადელ კოლეგას ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კანადელ კოლეგას ესაუბრა

2020 წლის 24 სექტემბერს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფრანსუა ფილიპშამპანთან, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორისარსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეულიმნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისგზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობისმიმართულებით.

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის სიღრმე და მასშტაბი დაგამოხატეს მზადყოფნა, განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებულიმეგობრობისა და პარტნიორული კავშირების გაძლიერების მიმართულებით. დავითზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკურიინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელ კოლეგას მიაწოდა დეტალურიინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუარესებული უსაფრთხოებისა დამძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოსთან მიმართებით გადადგმული დესტრუქციული და პროვოკაციული ნაბიჯების შესახებ. მხარეებმაასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში შექმნილი რთული ვითარება დაშეთანხმდნენ მრავალმხრივ ფორმატებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system