თავში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მიიღო მონაწილეობა

20-21 თებერვალს, ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 ზამთრის სესია გაიმართა. 50 ქვეყნის 300-მდე პარლამენტარმა ეუთოს სივრცეში მიმდინარე პროცესებზე დისკუსიები გამართეს და სპეციალურ მომხსენებლებს მოუსმინეს. ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს. 

დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმდინარეობდა განხილვა პოლიტიკური და უსაფრთხოების თემებზე. დელეგაციის წევრმა ირაკლი ბერაიამ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პარლამენტარმა ხაზი გაუსვა მძიმე ვითარებას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. „არსებული სიტუაცია მიუღებელია და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას რათა განახორცილოს ზეწოლა რუსეთზე და მოუწოდოს საერთაშორისო სამართლის ნორმების და პრინციპების დასაცავად“, - განაცხადა დელეგაციის წევრმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.

საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, ორი დღის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით ესწრებოდა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ორი დღის განმავლობაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ და გენერალური კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა. ასამბლეის ფარგლებში ქართველმა პარლამენტარებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს და მადლობა გადაუხადეს უცხოელ კოლეგებს მხარდაჭერისათვის, ასევე მოუწოდეს მათ კონკრეტული ქმედებებისაკენ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას კახა კუჭავა, ირაკლი ბერაია, ირაკლი კობახიძე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი დაესწრნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system