თავში

საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაუხსნა

საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაუხსნა
საქართველოს საზღვარი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაუხსნა

დანიის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 18 ივლისიდან გაიხსნება. 

როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტრომ ორი კვირის თავზე გადახედეს ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული „მწვანე ქვეყნების” სიას და მიიღეს გადაწყვეტილება, საზღვრები გაუხსნან აღნიშნულ სიაში არსებულ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, კერძოდ, საქართველოს, ტუნისსა და ურუგვაის.

ამასთან, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ურუგვაისა და საქართველოში დანიის მოქალაქეებისთვის მოქმედებს სამგზავრო შეზღუდვები და კარანტინის მოთხოვნა, ამიტომ აღნიშნულ ორ ქვეყანაში გამგზავრება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე რეკომენდებული კვლავ არ არის. ანალოგიური რეკომენდაცია მოქმედებს ზემოთ ჩამოთვლილ ექვს ქვეყანასთან მიმართებაშიც, რომლებსაც დანიამ საზღვარი მიმდინარე თვის დასაწყისში გაუხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system