თავში

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს - ჟოზეფ ბორელი

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს - ჟოზეფ ბორელი
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს - ჟოზეფ ბორელი

მე თქვენი – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ ევროკავშირთან დაახლოება და მასში გაწევრიანებაც კი. ხშირად, ჩვენ ევროკავშირში, როგორც თავისთავად არსებულს განვიხილავთ იმას, რისი შექმნაც შევძელით – კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ყველასთვის შესაძლებლობის ზონა. ჩვენი კავშირი არ არის იდეალური, თუმცა მისი წევრობა ბევრი ქვეყნისთვის განიხილება, როგორც სტრატეგიული მიზანი, რაც ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია. მე წარმოშობით ესპანელი ვარ და შემიძლია, გითხრათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ჩვენ ძალიან გვინდოდა მისი ნაწილი გავმხდარიყავით, რადგან გვესმოდა, რომ ეს იყო უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლისკენ გზა. მე მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე, დეკემბერში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ავამოქმედოთ ახალი დღის წესრიგი და შევათანხმოთ საერთო სამომავლო ხედვა. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების განვითარებას ინკლუზიურობისა და დიფერენცირების პრინციპების საფუძველზე. ეს საჭიროებს მოქნილობას ორივე მხრიდან. ასე რომ, მე თქვენი – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის იმედი მაქვს, რომ შეასრულებთ სრულ და კონსტრუქციულ როლს. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდე თქვენთან ვიზიტით და გაგიზიაროთ პრობლემები და მიზნები“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system