თავში

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 29 წლისაა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 29 წლისაა
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 29 წლისაა

დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 29 წელი გავიდა.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას საფუძველი 1992 წლის 18 ნოემბერს ჩაეყარა.

1995 წლის თებერვალში საქართველოს საელჩო გაიხსნა ბაქოში, ხოლო 1996 წლის მარტში აზერბაიჯანის საელჩო თბილისში.

აზერბაიჯანის გენერალური საკონსულო ბათუმში 2010 წლიდან ფუნქციონირებს, გენერალური კონსული ფარვიზ ისმაილზადეა.

განჯაში საქართველოს გენერალური საკონსულო 2013 წელს დაარსდა, გენერალური კონსულის მისიას ნიკოლოზ იაშვილი ასრულებს.

მომავალ წელს, დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორივე ქვეყანაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

2018 წლიდან საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძეა,  აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში კი გასული წლის ოქტომბრიდან ფაიგ გულიევია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system