თავში

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესახებ იმსჯელეს

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესახებ იმსჯელეს
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა უსაფრთხო ტურიზმის გახსნის შესახებ იმსჯელეს

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოსა და სლოვაკეთში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სლოვაკეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა გამო მწუხარება გამოთქვა და ზუზანა ჩაპუტოვასა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლოდ ეკონომიკისა და ტურიზმის გახსნის სტრატეგიულ გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია სლოვაკეთთან ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის დაცვით უსაფრთხო ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რადგან სლოვაკეთმაც ძალიან ეფექტურად და შედეგიანად იბრძოლა პანდემიასთან გასამკლავებლად.

როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, უსაფრთხო ტურიზმი გახსნასთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავსტრიასთან და ჩეხეთთან და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოც დაინტერესებულია აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით.

პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე პერიოდი კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან კიდევ უფრო გაღრმავდეს და საქართველომ ევროპისკენ უფრო კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სლოვაკეთის ახალი მთავრობა განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიისა და ვირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ბორდერიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system