თავში

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა ლონდონში შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა ლონდონში შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა ლონდონში შეხვედრა გამართეს

საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაზე ისაუბრეს ქართველმა და უკრაინელმა პოლიტიკოსებმა ლონდონში. ისინი ერთმანეთს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„საუბარი გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და ანექსია, რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეები, ქართულ და უკრაინულ საპარლამენტო დელეგაციებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების შეხვედრებში, სადაც წარმოდგენილ ანგარიშებში მხარდაჭერილია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია, დემოკრატიული რეფორმები, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატოს საპარალამენტო ასამბლეა პრინციპული და ერთიანია, როდესაც საუბარია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებაზე.

12-14 ოქტომბერს ლონდონში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 65-ე წლიური სხდომა იმართება. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან და გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან გამართეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system